სპალეტიმ ევრო 2024-ისთვის საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა

0
64

ევროპის მოქმედი ჩემპიონის იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ევრო 2024-ისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით “სკუადრა აძურას” განაცხადი ასეთია:
მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი).
მცველები: ალესანდრო ბასტონი (ინტერი), რაულ ბელანოვა (ტორინო), ალესანდრო ბონჯორნო (ტორინო), რიკარდო კალაფიორი (ბოლონია), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), მატეო დარმიანი (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ფედერიკო გატი (იუვენტუსი).
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი), მაიკლ ფოლორუნშო (ვერონა), დავიდე ფრატეზი (ინტერი), ჟორჟინიო (არსენალი), ლორენცო პელეგრინი (რომა).
თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), სტეფან ელ შაარავი (რომა), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ჯენოა), ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა), მატია ძაკანი (ლაციო).
იტალიელები B ჯგუფში ესპანეთს, ხორვატიას და ალბანეთს შევხდებიან. შეგახსენებთ, რომ იტალიამ ევრო 2020 რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით მოიგო.
ლაშა თაბაგარი