საუთგეიტმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა შეარჩია

0
45

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით ბრიტანელთა განაცხადი ასე გამოიყურება.
მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), აარონ რემსდეილი (არსენალი), დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი).
მცველები: კაილ უოკერი, ჯონ სტოუნსი (ორივე – მანჩესტერ სიტი), კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ჯო გომესი (ორივე ლივერპული), მარკ გუეჰი (კრისტალ პალასი), ლუის დანკი (ბრაიტონი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა).
ნახევარმცველები: დეკლან რაისი (არსენალი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯუდ ბელინგემი (რეალი, ესპანეთი), კონორ გალაჰერი (ჩელსი), ებერეჩი ეზე, ადამ ვარტონი (ორივე კრისტალ პალასი), კოულ პალმერი (ჩელსი), კობი მეინუ (მანჩესტერ იუნ).
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ბაიერნი, გერმანია), ბუკაიო საკა (არსენალი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა), ჯაროდ ბოუენი (ვესტ ჰემი), იავენ ტონი (ბრენტფორდი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი).
საუთგეიტმა ევრო 2024-ის განაცხადს მიღმა “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი ჰარი მაგუაიერი და “მანჩესტერ სიტის” გარემარბი ჯეკ გრილიში ვერ მოხვდნენ.
ინგლისელები C ჯგუფში სლოვენიას, დანიას და სერბეთს დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი