„ლილს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
45

„ლილის“ ახალ მთავარ მწვრთნელად ბრუნო ჟენეზიო დანიშნეს. მან პორტუგალიელი პაულუ ფონსეკა შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 5 ივნისს დატოვა.
57 წლის ფრანგმა სპეციალისტმა „ლილთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ბოლოს „რენში“ მუშაობდა, რომელიც 2023 წლის ნოემბერში დატოვა. მანამდე, ჟენეზიო „ლიონსა“ და ჩინეთის „ბეიჯინგ გოანს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი