კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე დასრულდა და ჩემპიონატში ორთვიანი შესვენება გამოცხადდა. წყალტუბოს ,,სამგურალმა” მეორე წრის ბოლო შეხვედრაში სტუმრად ,,იბერია” 2:1 დაამარცხა. მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილი გუნდი 18 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-7 ადგილზეა. ,,სამგურალის” მთავარ მწვრთნელს განვლილ ეტაპზე და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.
-პირველ ყოვლისა, ჩემპიონატის განვლილ ეტაპზე ვისაუბროთ, რა მოლოდინები გქონდათ ეროვნული ლიგის დაწყებამდე და ელოდით თუ არა იმ სირთულეებს, რაც ჩემპიონატის მიმდინარეობისას გამოიკვეთა?
-პირველ წრეში აშკარად დაგვაკლდა სტაბილურობა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ გუნდი ჩემპიონატს გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა. გასული სეზონის შემდეგ ,,სამგურალი” ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები, აქედან გამომდინარე შეთამაშების პრობლემაც გვქონდა. გარდა ამისა, ისიც უნდა ვთქვათ – რამდენიმე პოზიციაზე ისე ვერ გავძლიერდით, როგორც ვისურვებდით.
ძალიან დიდი დანაკლისი იყო ნიკა ხორხელისა და ჯუდ არტურის წასვლა, რომლებსაც ფაქტობრივად გუნდში მოსამზადებელი ეტაპი გავლილი ჰქონდათ და მათზე დიდ იმედებს ვამყარებდით. თუმცა, ფეხბურთში ასე ხდება, ვიღაც მიდის, მის ნაცვლად კი ახალი ფეხბურთელი მოდის. ალბათ, გუნდის არასტაბილურობის ერთ-ერთი ფაქტორი ესეც იყო.
-განსაკუთრებით, გუნდს საწყის ტურებში გაუჭირდა, 6 ტურში გუნდს 2 ქულა ჰქონდა მოპოვებული და მხოლოდ ერთი გოლი გატანილი, ალბათ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც რთული იყო ამ მდგომარეობის გადალახვა?
-მნიშვნელოვანია, როგორ დაიწყებ ჩემპიონატს, კალენდარიც ისეთი გვქონდა, ლიდერებთან მოგვიწია თამაში, თამაშის ხარისხით არავისზე ნაკლები ვიყავით, მაგრამ გოლის გატანა გვიჭირდა. ერთ შეცდომას ვუშვებდით, რაც გაშვებულ გოლად გვიჯდებოდა, ჩვენ კი საპირისპიროდ, 4-5 რეალურ მომენტს ვერ ვიყენებდით. ალბათ, ეს შეუთამაშებლობის გამოც ხდებოდა და ფსიქოლოგიური პრობლემაც იყო, გუნდს მეტად უნდა ერწმუნა საკუთარი ძალების.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, შედეგი არადამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ თამაშის ხარისხი ხშირ შემთხვევებში არ იყო ურიგო.
პირველ წრეში ყველაზე დიდი პრობლემა დამაგვირგვინებელ ფაზაში გვქონდა, რაც გიორგი ფანცულაიას მოსვლით გამოსწორდა. გუნდმა შედეგიანი თამაში დაიწყო და მომენტების რეალიზება თითქმის 50 %-მდე ავიდა. ფეხბურთში კი რაც არ უნდა ტაქტიკური მონახაზები ცვალო, მთავარი გოლის გატანაა. საწყის ტურებში ვისზეც ვაკეთებდით აქცენტს – კოტდივუარელი ფორვარდი იკპე გნამიე, ყველანაირად ცდილობდა, ბოლომდე იხარჯებოდა და მონდომებას ვერ დავუწუნებთ, მაგრამ ფაქტია გუნდს ვერ შეეწყო.
რაც შეეხება ლუკა შეროზიას, ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭია, თუმცა ხშირად აწუხებს ტრავმები. სწორედ ამის გამო სრულფასოვნად ვერ გაიარა მოსამზადებელი ეტაპი, ჩემპიონატის მიმდინარეობისას რამდენჯერმე დაშავდა. ახლაც 20 წლამდე ნაკრებში იყო გამოძახებული და სამწუხაროდ, ისევ ტრავმამ შეუშალა ხელი.
ასეთ ვითარებაში ჰაერივით გვჭირდებოდა ფანცულაიას დონის ფორვარდის დამატება. მისი კლასი დაეტყო გუნდს, ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია ჩვენს ჩემპიონატში.
პირველ წრეში ყველაზე დიდი პრობლემა დამაგვირგვინებელ ფაზაში გვქონდა, რაც გიორგი ფანცულაიას მოსვლით გამოსწორდა. გუნდმა შედეგიანი თამაში დაიწყო და მომენტების რეალიზება თითქმის 50 %-მდე ავიდა. ფეხბურთში კი რაც არ უნდა ტაქტიკური მონახაზები ცვალო, მთავარი გოლის გატანაა. საწყის ტურებში ვისზეც ვაკეთებდით აქცენტს – კოტდივუარელი ფორვარდი იკპე გნამიე, ყველანაირად ცდილობდა, ბოლომდე იხარჯებოდა და მონდომებას ვერ დავუწუნებთ, მაგრამ ფაქტია გუნდს ვერ შეეწყო.
რაც შეეხება ლუკა შეროზიას, ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭია, თუმცა ხშირად აწუხებს ტრავმები. სწორედ ამის გამო სრულფასოვნად ვერ გაიარა მოსამზადებელი ეტაპი, ჩემპიონატის მიმდინარეობისას რამდენჯერმე დაშავდა. ახლაც 20 წლამდე ნაკრებში იყო გამოძახებული და სამწუხაროდ, ისევ ტრავმამ შეუშალა ხელი.
ასეთ ვითარებაში ჰაერივით გვჭირდებოდა ფანცულაიას დონის ფორვარდის დამატება. მისი კლასი დაეტყო გუნდს, ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია ჩვენს ჩემპიონატში.
საწყისი ტურების შემდეგ შედარებით გამოვასწორეთ მდგომარეობა და კარგი თამაშები ჩავატარეთ, მაგრამ დასანანი წაგებებიც გვქონდა, მაგალითად ქუთაისის ,,ტორპედოსთან” გასვლაზე. ანგარიში მიგვყავდა და თამაშის მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ გამოუცდელობის ბრალიც იყო და ,,პატარა სათადარიგოთა სკამის”. არცერთ ფეხბურთელთან პრეტენზიები არა მაქვს, იმ პოზიციებზე სადაც ვერ გავძლიერდით, შეცვლებზეც მიწევდა ისეთი ფეხბურთელის შეყვანა, რომელიც ამ კონკრეტული პოზიციის მოთამაშე არ იყო. ყოველივე ამას ტრავმებიც დაემატა. ძალიან დაგვაკლდა ტაჯიკი შემტევი ალიჯონი აინი, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებდით.
-სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე რა იქნება გუნდის პროგრამა-მინიმუმი ?
-ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ზედა და ქვედა ხუთეულები გამოიკვეთა, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. თითოეული ქულას მნიშვნელობა აქვს. სეზონის ბოლომდე დაძაბული ჩემპიონატი იქნება. ყველა გუნდი იბრძვის. მეოთხეადგილოსანს 12 ქულით ჩამოვრჩებით, დიახ დიდი სხვაობაა, მაგრამ თუ სტაბილურობას მოვიპოვებთ, ამ ჩამორჩენის აღმოფხვრაც არაა შეუძლებელი.
მიზანს რაც შეეხება, ,,სამგურალი” ამბიციური გუნდია, არაერთხელ გვითქვამს, რომ გუნდი ევროტურნირებისთვის იბრძოლებდა, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, რთულია სამეულში ადგილის დაკავება, ჩვენ რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ, თუმცა ეს საკმაოდ რთული იქნება. ალბათ, ამ მიზნის მიღწევას თასის გათამაშებიდან შევეცდებით. ყურები არასდროს ჩამოგვიყრია, ვინც ჩვენს თამაშებს უყურებს და ფეხბურთის სპეციალისტია, დამეთანხმება, რომ არავის არ დავუჩაგრივართ, იყო ორი-სამი მატჩი, სადაც თამაში არ წაგვივიდა, თორემ ზოგადად ყველა გუნდს თანაბრად ვეთამაშეთ.
მიზანს რაც შეეხება, ,,სამგურალი” ამბიციური გუნდია, არაერთხელ გვითქვამს, რომ გუნდი ევროტურნირებისთვის იბრძოლებდა, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, რთულია სამეულში ადგილის დაკავება, ჩვენ რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ, თუმცა ეს საკმაოდ რთული იქნება. ალბათ, ამ მიზნის მიღწევას თასის გათამაშებიდან შევეცდებით. ყურები არასდროს ჩამოგვიყრია, ვინც ჩვენს თამაშებს უყურებს და ფეხბურთის სპეციალისტია, დამეთანხმება, რომ არავის არ დავუჩაგრივართ, იყო ორი-სამი მატჩი, სადაც თამაში არ წაგვივიდა, თორემ ზოგადად ყველა გუნდს თანაბრად ვეთამაშეთ.
-ნიკა ხორხელი სეზონის წინ ,,ბეითარში” იჯარით გადავიდა, როგორ გადაწყდა მისი საკითხი, რჩება ისრაელის ჩემპიონატში თუ ჩვენს კლუბს შემოუერთდება?
-ნიკას ,,ბეითართან” 30 ივნისს დაუმთავრდა საიჯარო ხელშეკრულება და ამ ეტაპზე ,,სამგურალის” ფეხბურთელია. თუ რაიმე არ შეიცვალა და ,,ბეითარმა” არ გამოისყიდა, ჩვენთან გააგრძელებს კარიერას.
-ტრავმირებულებზე მინდა გკითხოთ, ბოლო ტურის შეხვედრაში ,,იბერიასთან” სათადარიგოთა სკამზე უმრავლესობა დუბლშემადგენლობიდან გყავდათ დამატებული. გუნდს ბოლო ორ ტურში ვერ დაეხმარა ჟან კარლოსი, კარგა ხანია არ ჩანს ვატო არველაძე, როგორია მათი მდგომარეობა?
– ფეხბურთი ტრავმების გარეშე არ არსებობს. ამიტომაც უნდა გვყავდეს ისეთი შემადგენლობა, რომლებიც ჩაანაცვლებენ ტრავმირებულ ფეხბურთელებს. მეორე გუნდიც გვყავს, რომელიც ლიგა 4-ში გამოდის და ,,სამგურალი 2″-დანაც ვიმატებთ ხოლმე ფეხბურთელებს. თუნდაც, ლუკა წულაიას მაგალითი ავიღოთ, დიდი ხანი ვაკვირდებოდი. თავისი შრომისმოყვარეობისა და მონდომების გამო მივეცი შანსი და რამდენიმე თამაშში შეცვლაზე შევიყვანე. თუ კიდევ ვინმე გამოჩნდება, ვინც დიდი გუნდში თამაშს დაიმსახურებს, შანსს აუცილებლად მივცემ.
– ვატო არველაძემ ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო, ახლა რეაბილიტაციას გადის, ვარჯიში დაიწყო და მოსამზადებელ ეტაპზე გუნდთან ერთად იქნება. იმედი მაქვს, რომ ოპტიმალურ ფორმაში ჩადგება და გუნდს დაეხმარება მიზნის მიღწევაში.
– ,,თელავთან” მატჩში დაშავდა ჟან კარლოსი. ბრაზილიელის არყოფნა ძალიან დაგვეტყო, განსაკუთრებით, ქუთაისის ,,ტორპედოსთან” დაპირისპირებაში. მასთან ერთად სხვა თამაში იქნებოდა, დასანანი მარცხი განვიცადეთ. სანამ გოლს გავუშვებდით შეხვედრა ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, ფანცულაიას ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა და რომ გაგვეტანა, თამაში სულ სხვანაირად წარიმართებოდა. ,,ტორპედო” ძლიერი გუნდია, მაღალკვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს და შეცდომები არ გვაპატია.
– თუმცა, დიდი დანაკლისის მიუხედავად პირველი ეტაპის ბოლო შეხვედრაში სტუმრად ,,იბერიასთან” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეთ, ამ თამაშს როგორ შეაფასებთ?
-,,იბერიასთან” მატჩს რაც შეეხება გვჯეროდა, რომ ამ თამაშს მოვიგებდით… ,,იბერია” კარგი გუნდია, კრიზისის მიუხედავად არაა იოლი მის სტუმრად დამარცხება. მასპინძლებსაც ჰქონდა პრობლემები შემადგენლობაში და ჩვენც არაერთი დანაკლისით შევხვდით შეხვედრას, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, თავდაჯერებულები იყვნენ, დავალებები კარგად შეასრულეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. უნდა, აღვნიშნო გულშემატკივრობაც, ჩვენი ფანკლუბი მთელი მატჩის განმავლობაში გვამხნევებდა და ეს ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
-,,სამგურალის” მიერ მოგებული თამაშებიდან, რომელ მატჩს გამოარჩევდი, რომელი იყო საუკეთესო?
-რომელი თამაშებიც მოვიგეთ, გუნდი ყველა მათგანში იმსახურებდა გამარჯვებას. გადამწყვეტი ალბათ, თბილისის ,,დინამოსთან” საშინაო მატჩი იყო, ამ თამაშის მოგებით ბიჭებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს. ,,დინამოსთან” პირველად ითამაშა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ვინისიუს ვიანამ. ,,გარედან” მისი თამაში შესაძლოა ისე ეფექტურად არ ჩანს, მაგრამ მინდორზე ძალიან ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ზოგადად, ვინც წელს მოვიყვანეთ გუნდში ყველამ გაამართლა და დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ეტაპზე კიდევ უკეთ ათამაშდებიან. სამწუხაროდ, ალიჯონი აინს ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი, ოპერაცია გავუკეთეთ და მომდევნო სეზონიდან დაეხმარება გუნდს. ამიტომ წერტილოვანი გაძლიერება გუნდს აუცილებლად დასჭირდება და იმედია, ამას შევძლებთ.
– როდის იწყებთ შეკრებას და სად მოემზადება გუნდი მეორე ეტაპისთვის?
– გუნდი წყალტუბოში მოემზადება. სავარჯიშო პირობები იდეალური გვაქვს, წინა წლებისგან განსხვავებით სავარჯიშო მოედნის პრობლემა აღარ გვაქვს. ვვარჯიშობთ წყალტუბოს ახალ საფეხბურთო ცენტრში, ცენტრალური სტადიონიც კარგ მდგომარეობაშია. მთლიანად წყალტუბოში ვიქნებით ბაზირებული და რამდენიმე ამხანაგურ თამაშს ჩავატარებთ.
– კონკრეტული მატჩები თუ არის დაგეგმილი?
– ძალიან რთულია დასავლეთში სპარინგ-პარტნიორების ნახვა. მიმდინარეობს გუნდებთან მოლაპარაკებები, ერთი მეტოქე ვიცით, ფოთის ,,კოლხეთს” შევხვდებით, დანარჩენიც მალე გაირკვევა. გუნდი 14 ივნისს დაიწყებს ვარჯიშს და სეზონის განახლებამდე 5 ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ.
– გუნდის გაძლიერებაზე თუ მიმდინარეობს მუშაობა?
– ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, როგორი იქნება კლუბის შესაძლებლობა იმის და მიხედვით ვიმოქმედებთ. ახლა 12 დღიანი შესვენება გვაქვს. ვისაუბრებთ კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, რა პოზიციებზე გვჭირდება გაძლიერება და დავსახავთ სამომავლო გეგმებს
