კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ანტონიო კონტე გაწვრთნის

0
29

„ნაპილის“ მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე დანიშნეს, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება. 54 წლის სპეციალისტმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იტალიური მედია იუწყება, რომ კონტეს ხელფასი „ნაპოლიშ“ წელიწადში 9 მილიონი ევრო იქნება.
ონტე ბოლოს ლონდონის „ტოტენჰემში“ მუშაობდა, რომლიდან 2023 წლის მარტში დაითხოვეს. მანამდე, ის „არეცოს“, „ბარის“, „ატალანტას“, „სიენა“, ტურინის „იუვენტუსს“, იტალიის ეროვნულ ნაკრებს, „ჩელსის“ და მილანის „ინტერს“ ავარჯიშებდა.
კონტემ მწვრთნელის რანგში „იუვენტუსს“ იტალიის ჩემპიონატი 3-ჯერ მოაგებინა, „ჩელსის“ ინგლისის პრემიერლიგაში გაამარჯვებინა, ხოლო „ინტერს“ „სკუდეტო“ ააღებინა.
ლაშა თაბაგარი