„ფიორენტინას“ სათავეში პალადინო ჩაუდგა

0
42

„ფიორენტინას“ რაფაელ პალადინო გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
40 წლის იტალიელმა სპეციალისტმა „ფლორენციელებთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან ვინცენცო პალადინო შეცვალა, რომელიც გუნდიდან 2 ივნისს წავიდა. იტალიანომ „ფიორენტინა“ ზედიზედ 2-ჯერ კონფერენს ლიგის ფინალში გაიყვანა და ორივე შემთხვევაში დამარცხდა.
პალადინო 2022-2024 წლებში „მონცას“ ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გასულ სეზონში მონცელებმა იტალიის სერია A-ში მე-12 ადგილი დაიკავეს.
ლაშა თაბაგარი