მენდილიბარი: „მშვიდად უნდა ვიყოთ“

0
43

„ოლიმპიაკოსის“ მთავარი მწვრთნელის ხოსე ლუის მენდილიბარის თქმით, კოფერენს ლიგის ფინალში „ფიორენტინასთან“ დაპირისპირებაში მისი გუნდი ბოლომდე დაიხარჯება, მიუხედავად იმისა რა შედეგი დადგება.
„მე მშვიდად ვარ. ჩვენი ყველა მოთამაშე მზადაა და ჯანმრთელია. ლოგიკურია, რომ მატჩამდე რაღაც მომენტში ნერვიულობას დავიწყებ. ველოდები, რომ „ფიორენტინა“ ფინალშიც ისე ითამაშებს, როგორც მანამდე ჩატარებულ შეხვედრებში. ეს შემტევი, გაბედული გუნდია და მისი ხასიათი არ შეიცვლება.
ჩემი აზრით, მეტოქის მწვრთნელი თავის ფეხბურთელებს ეტყვის, რომ ფინალში მაქსიმუმი აჩცენონ. ფინალისკენ ჩვენს მიერ გავლილი გზა, ძალიან ჰგავს მას, რომელიც გასულ სეზონში „სევილიასთან“ ერთად გავიარეთ. თუმცა, კონტექსტი და გუნდები ცალკეა, ამიტომ ვერ შევადარებ.
მშვიდად უნდა ვიყოთ. ჩვენი დღის განრიგში რამის შეცვლა არასწორი იქნება. ეს ფინალია და ისე უნდა მოვემზადოთ, როგორც მატჩებისთვის, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა. მოთამაშეებს საკუთარი თავის სჯერათ, ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებიან და მომავალ მატჩში  თამაში ყველას სურს.
ჩემი მიმართვა გულშემატკივრებს: მხარი დაგვიჭირეთ და ფეხბურთელები ბედნიერები იქნებიან. მათ ვპირდებით, რომ კარგად ვითამაშებთ და ბოლომდე დავიხარჯებით მიუხედავად შედეგისა“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„ოლიმპიაკოსი“ – „ფიორენტინას“ მატჩი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში „აია-სოფიას“ სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 23:00 სააათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი