ფლიკმა “ბარსელონა” ჩაიბარა

0
37

“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად ხავის ნაცვლად, ჰანს-დიტერ ფლიკი დანიშნეს. გერმანიის ეროვნული ნაკრების ექსთავკაცმა ბარსელონელებთან კონტრაქტი 2025-2026 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა.
50 წლის ფლიკი 2019-2021 წლებში მიუნხენის “ბაიერნს” ავარჯიშებდა. მან ბავარიელებს ორჯერ გერმანიის ჩემპინატი, ხოლო თითოჯერ გერმანიის თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა. ის “ბაიერნამდე” “ვიქტორია ბამენტალს” და “ჰოფენჰაიმს” წვრთნიდა.
ლაშა თაბაგარი