ცხადაძე „გაბალაში“ დარჩა

0
32

კახა ცხადაძე მომავალ სეზონშიც „გაბალას“ გაწვრთნის, რომელიც 2023-2024 წლების სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგიდან გავარდა. მან კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, რის შესახებ გაბალელთა პრესსამსახური იუწყება.
ცხადაძე „გაბალას“ თავკაცად მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს დაინიშნა და გუნდი ლიგიდან გავარდნისგან ვერ იხსნა,
საქართველოს ნაკრების ექსმწვრთნელისთვის აზერბაიჯანში მუშაობა უცხო არც მანამდე იყო, რადგან 2008 წელს ბაქოს “სტანდარდს” ავარჯიშებდა, ხოლო 2009-2014 წლებში ბაქოს “ინტერს”. მისი ხელმძღვანელობით “ინტერი” 2009-2010 წლების სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა.
ნახსენები გუნდების გარდა, ცხადაძე თბილისის “ლოკომოტივს”, თბილისის “დინამოს”, ბოლნისის “სიონს”, ყაზახეთის “ქაირათს”, “ორდაბასის”, “კასპიის” და ასევე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს უძღვებოდა.
ლაშა თაბაგარი