ტაბატაძემ და ლობჯანიძემ უზბეკეთში გაიტანეს

0
36

თომა ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი მე-8 გოლი გაიტანა. მე-9 ტურში „ნავბახორი“, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი გამოდის, სტუმრად „მეტალურგს“ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.  ტაბატაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც თანაგუნდელის პასის მერე, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრიმა ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა. ის 83-ე წუთზე შეცვალ;ეს. 32 წლის ფეხბურთელი 8 გოლით მიმდინარე სეზონში უზბეკეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. განვლილ შეხვედრაში „ნავბახორის“ თადარიგში ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე იყო, რომელსაც არ უთამაშია. „ნავბახორი“ 16 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ელგუჯა ლობჯანიძემ უზბეკეთის ჩემპიონატში, სადაც სადებიუტო სეზონს ატარებს, თავი პირველად გამოიჩინა. „ყიზილყუმი“ გასვლაზე „ფახთაქორს“ დაუპირისპირდა და ქულა აიღო – 1:1. სასტარტოში მყოფმა ლობჯანიძემ 43-ე წუთზე ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, ფინტით ერთი მცველი ჩამოიცილა და დაბალ კუთხეში გაიტანა. მან შეუცვლ;ელად ითამაშა. „ყიზილყუმის“ სასტარტოში ასევე ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე მოხვდა, რომელიც 92-ე წუთზე შეცვალეს. „ყიზილყუმი“ 10 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი