„პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას მხარს უჭერს. ამის შესახებ არაბი ჟურნალისტი ჯამელი იუწყება.
ესპანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ, შეტევაში სრწაფი ფეხბურთელები დააკლდება. მისი აზრით, კვარაცხელია პსჟ-ს სათამაშო სტილს კარგად მიესადაგება.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელებმა ნეაპოლელებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდში 100 მილიონი ევრო შესთავაზეს.
23 წლის კვარაცხელიამ განვლილ სეზონსი იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან იტალიის თასზე 1 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც თავი არ გამოუჩენია. გარდა ამისა, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლაშა თაბაგარი
