„გრაცერმა“, რომელშიც ლევან ელოშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგის საგზური მოიპოვა. სეზონის ბოლო მატჩში „გრაცერმა“ შინ „კაპფენბერგი“ 4:2 დაამარცხა და 71-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა 28 წლის ქართველმა თავდამსხმელმა საბოლოო ანგარიში 91-ე წუთზე დააფიქსირა.
ელოშვილმა „გრაცერში“ მეორე სეზონი ჩაატარა და ტრავმების გამო მხოლოდ 16-ჯერ ითამაშა, ხოლო თავის ანგარიშზე ერთადერთი გოლი ჩაიწერა. „გრაცერი“ ქალა გრაციდანაა, რომლის კიდევ ერთი წარმომადგენელი „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონი გახდა, ხოლო ოთარ კიტეიშვილი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ყაზახეთის ლიგის თასზე „ქაირათმა“, რომელშიც ლუკა გადრანი და გიორგი ზარიან გამოდიან, შინ „აკჟაიკს“ 9:0 აჯობა. მასპინძლებიდან ერთი გოლი ზარიამ გაიტანა.
„კასპიიმ“ თავის მოედანზე ყარაგანდის „შახტიორს“, რომლის ღირსებას ანტონ თოლორდავა და იმედა აშორტია იცავენ, 1:0 აჯობა. თოლორდავამ ავტოგოლი მიითვალა.
კრაიოვას “უნივერისტატიამ” კონფერენს ლიგაზე გასასვლე პლეი-ოფში “კლუჟს” პენალტების სერიაში 5:4 აჯობა (ძირითადი დრო 1:1). საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და პენალტების სერიაში თავი გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი
