კვერნაძის გუნდი სერია B-ში გავარდა, გოგლიჩიძე სერია A-ში დარჩა

0
26

„ფროზინონე“, რომელშიც გიორგი კვერნაძე ირიცხება, იტალიის სერია B-ში გავარდა. ბოლო 38-ე ტურში „ფროზინონე“ შინ „უდინეზესთან“ 0:1 დამარცხდა და ერთწლიანი პაუზის მერე, ისევ ქვედა ლიგაში დაბრუნდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი თადარიგში იყო და ისევ არ უთამაშია. ის „ფროზინონეში“ ფოთის „კოლხეთიდან“ ერთი წლით გაანათხოვრეს და ჩემპიონატში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, ხოლო თასზე – 3.
სერია A-ში დარჩა „ემპოლი“, რომელსაც ზამთარში ქუთაისის „ტორპედოდან“ ახალგაზრდული ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე შეუერთდა. ბოლო ტურში „ემპოლი“ თავის მოედანზე „რომა“ 2:1 დაამარცხა და სეზონი მე-17 ადგილზე დაასრულა. გოგლიჩიძე ისევ თადარიგში იყო და ჯერ სერია A-ში დებიუტი არ ჰქონია.
ლაშა თაბაგარი