ლევან კორღალიძემ ყაზახეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე “ჟენისის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მან გუნდი გასული წლის დეკემბერში ჩაიიბარა. კორღალიძის ხელმძღვანელობით “ჟენისმა” პრემიერლიგაში ჩატარებული 9 მატჩიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 6 წააგო – 7 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
43 წლის კორღალიძე “ჟენისამდე” 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის მარტამდე თბილისის “ლოკომოტივს” ავარჯიშებდა. ის 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აპრილამდე და 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ივნისამდე თბილისის “საბურთალოს” წვრთნიდა. მან 2021 წელს “საბურთალოს” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი
