მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი იტალიის სერია A-ს 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ სერია A-ს პრესსამსახური იუწყება.
არგენტინის ეროვნული ნაკრების 26 წლის ფორვარდი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 26 მატჩში გატანილი 24 გოლით. გარდა ამისა, მან 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი „ბოლონიას“ 23 წლის ფორვარდმა ჯოშუა ზირკზემ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში იტალიის პირველობის საუკეთესო მოთამაშის პრიზი „ნაპოლის“ ფორვარდმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი
