„ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინი ევროპა ლიგის ფინალში ლევერკუზენის „ბაიერთან“ 3:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ბერგამოელებმა ისტორია დაწერეს.
„ვფიქრობ, ჩვენ ისტორია დავწერეთ. მათ შორის, იმის წყალობით თუ როგორ გავიმარჯვეთ. დაუჯერებელია, მაგრამ ტურნირიდან „ლივერპული“ და „სპორტინგი“ გამოვთიშეთ. „სპორტინგმა“ შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო „ლივერპული“ იმ მომენტისთვის ინგლისის პრემიერლიგაში პირველ ადგილზე იყო. რაც მოხდა შთამბეჭდავია. ბიჭები საუცხოოდ გამოიყურებოდნენ და ძალიან დასამახსოვრებელი გამოსვლა იყო.
ანგარიშიდან გამომდინარე დამსახურებულად მოვიგეთ. ევროპა ლიგის მოგების შემდეგ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ აქვს“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი
