„იბერიამ“ „დილასთან“ მოგებათა სერია გაახანგრძლივა

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტური ცენტრალური მატჩით დასრულა – გორში ადგილობრივმა „დილამ“ თბილისის „იბერია“ მიიღო და 0:2 დამარცხდა.
შეხვედრის 42-ე წუთზე მასპინძლების ნახევარზე დანიშნული ჯარიმა ბრაზილიელმა ლუკა კაფემ სწრაფად გაითამაშა გიორგი ქობულაძესთან, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში ხელსაყრელი პოზიციაზე მყოფი ამირან ძაგანია მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ანგაიში გახსნა.
51-ე წუთზე ლუკას კაფემ დაახლოებით 20 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი „ცოცხალ“ კედელში მდგომ ნიდერლანდელ პუკეტის შეეხო, რის შემდეგ გორელთა კარში აღმოჩნდა. მატჩის მიწურულს სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულ შოთა შეყილაძეს ანგარიშის შემცირების შანსი ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. ცნობისთვის, „იბერიამ“ ჩემპიონატში „დილას“ ბოლო 8 მატჩიდან ყველა მოუგო.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილი „იბერია“ 52 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, ხოლო ბერძენი დიამადის ვავალისის ხელმძღვანელობით „დილამ“ 40 ქულა დააგროვა და მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი