ხვიჩა კვარაცხელიამ მაისის თვეში იტალიის სერია A-ში გატანილი საუკეთესო გოლის პრიზი მოიგო, რის შესახებ ლიგის პრესსამსახური იუწყება.
37-ე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის მიერ „ფიორენტინასთან“ (2:2) მატჩში საჯარიმო დარტყმის შემდეგ გატანილმა ბურთმა სერია A-ს ოფიციალურ ვებგევრდზე გულშემატკივრებში ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 42 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
