ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარმა მწვრთნელმა ხაბი ალონსომ ევროპა ლიგის ფინალში ბერგამოს „ატალანტასთან“ 0:3 წაგების შემდეგ, აღიარა, რომ მეტოქემ აჯობა.
„როდესაც მცირე უპირატესობას ვიღებდით, „ატალანტა“ ინიციატივის დაბრუნებას წარმატებით ახერხებდა. ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ გოლამდე და მის შემდეგაც მეტოქე გვჯობნიდა.
ასეთი ფეხბურთი. მომხდარი უნდა გავაანალიზოთ, რადგან შაბათს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გველოდება – გერმანიის თასის ფინალი. რა თქმა უნდა, ეს მარცხი მტკივნეულია, მაგრამ ეს ტკივილი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. რაღაც საკმაოდ დიადს მივაღწიეთ და ამით უნდა ვიამაყოთ. ჩვენ ფინალში გამარჯვების დიდი შანსი გვქონდა და ყველა ძალა გავიღეთ, მაგრამ ისე არ მოხდა როგორც დავგეგმეთ.
ჩვენ სათანადო დონე ვერ ვაჩვენეთ, მათ შორის მეც. ეს კარგი გაკვეთილი იქნება. დღეს, „ატალანტა“ უკეთესი გუნდი იყო. ეს გასპერინის საუცხოო მუშაობის შედეგია და მას მომავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი
