კიტეიშვილის “ოქროს დუბლი” ავსტრიაში

0
20

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის “შტურმთან” ზედიზედ ორჯერ ავსტრიის თასის მოგების შემდეგ, მიმდინარე სეზონი ბუნდესლიგაში ოქროს მედლებით დაასრულა. ბოლო ტურში “შტურმმა” თავის მოედანზე “ჰარტბერგი” 2:0 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში ავსტრიის ჩემპიონი მეოთხედ გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, რომელიც ავსტრიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, დისკვალიფიკაციის მიზეზით არ უთამაშია. გრაცელებმა “ზალცბურგის” ჰეგემონია დაამხეს, რომელიც 14 სეზონის განმავლობაში პირველობას არავის უთმობდა. “შტურმი” მომავალ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
28 წლის კიტეიშვილმა განვლილ სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი