ბუდუ ზივზივაძისთვისგერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტური წარმატებული აღმოჩნდა. 34-ე ტურში „კარსლრუე“ სტუმრად „ელვერსბერგს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა. სასტარტო შემადგენლობაში მყოფ ზივზივაძეს ანგარიშის გახსნა 23-ე წუთზე შეეძლო, როდესაც ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და გრძელი რეიდის დროს ორ მეტოქეს გაცდა, ხოლო საჯარიმოში შესვლის შემდეგ მარცხენა მახვილი კუთხიდან ბურთი ბადეს გარედან მოახვედრა. ამ ეპიზოდიდან ათ წუთში მარცხენ ფლანგიდან თანაგუნდელის ჩაწოდების მერე, მასპინძლების ჯართან ახლოს მყოფმა ზივზივაძემ მცველს დაასწრო და დაარტყა, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან შვიდ წუთში მარცხენა ფრთიდან ნებელმა ზუსტი პასი გაუკეთა „ელვერსგერბის“ საჯარიმოში საქართველოს ნაკრების ფორვარდს, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სეზონი 12 გოლით და 1 საგოლე პასით დაამთავრა. „კარლსრუე“ 55 ქულით 18 გუნდში მე-12 ადგილზე გავიდა.
პირველ ბუნდესლიგაში „ზანქტ პაული“ და „ჰოლშტეინ კილი“ გადავიდნენ, ხოლო მესამეადგილოსანი „დიუსელდორფი“ პლეი-ოფში ითამაშებს.
ესპანეთის ლა ლიგის 37-ე ტურში “ვალენსია” თავის მოედანზე სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ “ჟირონასთან” 1:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კაპიტნის სამკლავურით შეუცვლელად ითამაშა და გაშვებულ გოლებში წვლილი არ მიუძღვის. სტუმრები 32-ე წუთზე სავიომ დააწინაურა, ხოლო 56-ე წუთზე დოვბიკმა “ჟირონას” უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 0:2. 67-ე წუთზე გასიოროვსკიმ ბურთი თავის კარში ჩაჭრა – 0:3. “ვალენსიადან” ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე პეპელუმ გაიტანა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. ვალენსიელებმა ბოლო 5 თამაშიდან 4 წააგეს და 1 ფრედ დაასრულეს – 48 ქულით 20 გუნდში მე-9 პოზიციაზე არიან.
ლაშა თაბაგარი
