კარლოს ტევესი „ინდეპენდიენტედან“ წავიდა

0
54

კარლოს ტევესმა „ინდეპენდიენტეს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ამ გადაწყვეტილების შესახებ „ინდეპენდიენტეს“ პრეზიდენტს თავად აცნობა.
40 წლის ტევესი  გასული სეზონის ზაფხულიდან ავარჯიშებდა გუნდს, რომელმაც ჩემპიონატში 24-ე ადგილი დაიკავა. ის „ინდეპენდიენტემდე“ 2022 წელს „როსარიო სენტრალს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი