ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. ნე-12 ტურში „შანდუნმა“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, „შენჟენი“ მიიღო და 3:2 დაამარცხა.
ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მეტოქის საჯარიმოში ქუსლით პასი კრიზანს მისცა, რომელმაც მასპინძლები დააწინაურა. 68-ე წუთზე ყაზაიშვილმა ბურთი „შენჟენის“ საჯარიმოში მიიღო და მას მერე რაც ფინტებით ორი მცველი ჩამოიცილა, ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა – 3:1. ის თამაში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე შეცვალეს. „შანდუნი“ 24 ქულით 16 გუნდში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
