პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და “ალ-ნასრის” კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ 2024 წელს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია, იუწყება ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Forbes.
39 წლის ფეხბურთელის შემოსავალმა 260 მილიონი დოლარი შეადგინა, რომლიდან 200 მილიონი საუდის არაბეთის კლუბთან დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურებაა, ხოლო 60 მილიონი სპონსორებისგან მირებული თანხა.
Forbes-ის ვერსიით, მიმდინარე წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების ათეული ასე გამოიყურება:
1.კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი, “ალ-ნასრი”) – 260 (200+60) მილიონი დოლარი.
2. ჯონ რამი (გოლფი) – 2018 (198+20).
3. ლიონელ მესი (ფეხბურთი, “ინტერ მაიამი”) – 135 (65+70).
4. ლებროჯნ ჯეიმსი (კალათბურთელი, “ლეიკერსი”) 128,2 (48,2+60).
5. იანის ანტეტოკუნმპო (კალათბურთი, “მილოუკი”) – 111 (46+46).
6. კილიან მბაპე (ფეხბურთი, პსჟ) – 110 (90+20).
7. ნეიმარი (ფეხბურთი, “ალ-ჰილალი”) – 108 (80+28).
8. ქარიმ ბენზემა (ფეხბურთი, “ალ-იტიჰადი”) – 106 (100+6).
9. სტეფ კარი (კალათბურთი, “გოლდენ სტეიტი”) – 102 (52+50).
10. ლამარ ჯექსონი (ამერიკული ფეხბურთი, “ბალტიმორი”) – 100,5 (98.5+2).
ლაშა თაბაგარი
