ლაშა ოდიშარიამ, რომელიც „რიგასში“ თავის სადებიუტო სეზონს ატარებს, ლატვიის უმაღლეს ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-12 ტურში რიგელებმა „ლიეპაიას“ უმასპინძლეს და 4:1 გაიმარჯვეს. ტრავმის მოშუშების შემდეგ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო და მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დაამტებულ მე-4 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა თანაგუნდელის პასის მერე ერთი შეხებით გაიტანა. 21 წლის ფეხბურთელმა ლატვიის ჩემპიონატში მე-6 მატჩი ჩაატარა.
„ლიეპაიაში“, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, გიორგი კუციამ და ლუკა სილაგაძემ სასტარტოში ითამაშეს, ხოლო ანდრია ხორხელმა 57-ე წუთზე კუცია შეცვალა. „რიგასი“ 28 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო „ლიეპაია“ 8 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





