ზურიკო დავითაშვილი “ბორდოს” გულშემატკივრებმა აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, რის შესახებ ჟირონდული კლუბის პრესსამსახური იუწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა განვლილ თვეში საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 36 მატჩში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
37-ე ტურში “ბორდო” სტუმრად “კონკარნოსთან” 2:4 წააგო. დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. “ბორდო” 37 ქულით 20 გუნდში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





