პოლონეთის ექსტრაკლასაში დარჩენისთვის მებრძოლი „კრაკოვია“, რომელშიც ოთარ კაკაბაძე გამოდის, 32-ე ტურში სტუმრად გათამაშების ლიდერ „შლიონსკისთან“ უშანსოდ დამარცხდა – 0:4. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც სტუმრები 0:3 აგებდნენ. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე „კრაკოვიას“ 32 ქულა აქვს და 18 გუნდში მე-14 ადგილზეა – გასავარდნ ზონას 4 ქულითაა დაშორებული.
შვეიცარიის სუპერლიგაში ქვედა ექვსეულში მყოფი „ბაზელი|“ სტუმრად „ლოზანას“ შეხვდა და გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. გიორგი სიგუა ბაზელელთა სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.
ლაშა თაბაგარი





