უეფას კონფერენს ლიგის ფინალში გასული გუნდების რაოდენობა ცნობილია. 1/2-ფინალში პირეოსოს „ოლიმპიაკოსმა“ გასვლაზე ბირმინგემის „ასტონ ვილას“ გასვლაზე 4:2 სძლია, ხოლო სახლში 2:0 აჯობა. საბერძნეთში გამართული შეხვედრის გმირი ისევ ელ კააბი გახდა, რომელმაც პირველ თამაშში ჰეთ-თრიქი შეასრულა. მაროკოელმა ფორვარდმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა, 78-ეზე კი მეტოქის კარი მეორედ აიღო და „ოლიმპიაკოსის“ არსებობის ისტორიაში პირველად ევროთასის ფინალში ითამაშებს. ცნობისთვის, „ოლიმპიაკოსის“ ესპანელმა თავკაცმა მენდილიბარმა შარშან ევროპა ლიგა „სევილიასთან“ ერთად მოიგო. “ოლიმპიაკოსი” მეორე ბერძნული გუნდია, რომელიც ევროთასების ფინალში ითამაშებს. პირველი “პანათინაიკოსი” იყო, რომელიც 1971 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში ამსტერდამის “აიაქსთან” დამაარცხდა.
29 მაისს ათენში გასამართ შეხვედრაში „ოლიმპიაკოსი“ ფლორენციის „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება. ფლორენციელებმა ნახევარფინალის პირველი შეხვედრა შინ „ბრიუგეს“ 3:2 აჯობეს, ბელგიაში ჩატარებული თამაში კი 1:1 დასრულდა. ბრიუგეში ანგარიში ვანაკენმა გახსნა, ხოლო 85-ე წუთზე ბელტრანმა პენალტიდან საპასუხო ბურთი გაიტანა. „ფიორენტინა“ კონფერენს ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.
ლაშა თაბაგარი
