ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა კარიერა „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელოს. RMC Sport-ის ჟურნალისტის ფაბრის ჰოკინსის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ნაპოლის“ ლიდერის გარემოცვა ფრანგული გრანდის ხელმძღვანელებს უკვე შეხვდა. მხარეებმა ზაფხულში განსახორციელებელი შესაძლო ტრანსფერის თაობაზე იმსჯელეს, მაგრამ ამ ეტაპზე მათ შორის შეთანხმება მიღწეული არაა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
