მანუელ ნოიერის თქმით, რომლის ძალიან უხეში შეცდომის შედეგად მადრიდის „რეალმა“ ანგარიში გაათანაბრა, ყველამ ვისაც ფეხბურთი უთამაშია, კარგად იცის თუ ამ მომენტში რას გრძობს.
„ნებისმიერმა ვისაც ფეხბურთი უთამაშია, კარგად იცის ახლა რას ვგრძნობ. ძალიან მწარეა, რომ ბრძოლას ბოლო სტადიაზე გამოგვთიშეს, როდესაც 85-ე წუთამდე 1:0 ვიგებდით.
ჩვენ ლონდონისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგით და თავს უკვე ფინალში ვხედავდით. ახლა კი უბრალოდ სიტყვები არ მაქვს“ – იუწყება გერმანული მედია ნოიერის ნათქვამს.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში „რეალმა“ შინ „ბაიერნს“ 2:1 ხოსელუს მიერ სამ წუთში შესრულებული დუბლის წყალობით მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც 1 ივნისს ლონდონში „უემბლიზე“ დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი
