ხოსელუ: „გმირი ვარ?“

0
30

ხოსელუს, რომელმაც დუბლით მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვამა, საკუთარი თავი გმირად არ მიაჩნია. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში „რეალი“ შინ მიუნხენის „ბაიერნთან“ 0:1 აგებდა, მაგრამ შეცვლაზე შესული ხოსელუს წყალობით 2:1 მოიგო.
„მე გმირი ვარ? ამის შესახებ არაფერი ვიცი. შემიძლია სრულებით დარწმუნებით გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი მვარ. როდესაც „რეალში“ თამაშობ და ანგარიშს ათანაბრებ, კარგად გესმის, რომ ამის შემდეგ ყველა წინ წავა, რათა მოიგოს. იმიტომ, რომ აქ ჩვენ ყოველთვის უნდა გავიმარჯვოთ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ასეთ საღამოებზე ვოცნებობთ. მიმაჩნია, რომ ჩემი პირველი გოლი მეტოქის დაღლილობის შედეგია. „ბაიერნი“ ძალიან ღრმა დაცვაში იდგა და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ტაქტიკა ჩვენს გადაადგილებას ზღუდავს. საბოლოო ჯამში, რეალობამ ჩემს ყველაზე თამამ მოლოდინს გადააჭარბა“ – იუწყება ხოსელუს ნათქვამს ესპანური მედია.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლონდონში „უემბლიზე“ 1 ივნისს ჩატარდება და „რეალი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი