მიქაუტაძე სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთხელ მოხვდა

0
38

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რის შესახებ ნახსენები ტურნირის პრესსამსაცური იუწყება.
განვლილ ტურში „მეცმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის შინ „რენთან“ 2:3 დამარცხდა. მიქაუტაძემ სტუმართა კარში ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. 23 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 18 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის მიმდინარე სეზონში სიმბოლური ნაკრებში მეორედ მოხვდა.
ლაშა თაბაგარი