ედინ ტერზიჩი: „ეს გუნდური მუშაობის ხარჯზე მოვახერხეთ და პლუს გაგვიმართლა“

0
28

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გუნდური მუშაობის შედეგად გავიდნენ და პლუის გაუმართლათ კიდეც. მან ამის შესახებ სტუმრად პსჟ-სთან 1:0 გამარჯვების მერე განაცხადა. დორმუნდელებმა შინ პირველი თამაშიც იმავე ანგარიშით მოიგეს.
„ჩვენ ბევრი მოვითმინეთ, მაგრამ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ სტუმრად ძალიან სწრაფ გუნდთან, რომელსაც მძლავრი თავდასხმა ჰყავს. პსჟ-ს კიდევ ერთხელ რომ დავუპირისპირდეთ, ათიდან ათ თამაშს წავაგებდით. თუმცა, ვფიქრობ ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ეს გუნდური მუშაობის ხარჯზე მოვახერხეთ და პლუს გაგვიმართლა. ვიცი, რომ ფინალში ფავორიტები არ ვიქნებით. ვისაც არ უნდა შევხდეთ, ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება. მიუხედავად ამისა, ფინალი ერთი მატჩისგან შედგება და ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ ეს უკვე დავამტკიცეთ.
გასულ სეზონში საჩემპიონო ტიტული ბოლო მატჩში სახლში დავკარგეთ. მიხარია, რომ ახლა შეგვიძლია გულშემატკივრებს რამე სანაცვლოდ შევთავაზოთ. თუ მთხოვთ, რომ ჩემი ემოციის გადმოსაცემად ერთი სიტყვა მოვძებნო, ეს სიამაყეა. ძალიან ვამაყობ ჩემი კოლექტივით და კლუბით. ჩვენ ორივე მატჩი მოვიგეთ და არცერთი გოლი გავუშვით. ეს დაუჯერებელი და დიდი შედეგია“ – იუწყება გერმანული მედია ტერზიჩის ნათქვამს.
„ბორუსიას“ მეტოქე ფინალში დღეს გაირკვევა, როდესაც „რეალი“ თავოს მოედანზე „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა მიუნხენში 2:2 დასრულდა.
ლაშა თაბაგარი