პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგაში დღეს დორტმუნდის „ბორუსიასთან“ შინ გასამართი მატჩი განსაკუთრებულია. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში პარიზელები სტუმრად 0:1 დამარცხდნენ.
„ეს დღე გადამწყვეტი იქნება. საპასუხო შეხვედრა არაა ერთი იმ მრავალთაგანი, არამედ, განსაკუთრებულია. დორტმუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და იმედია. პარიზშიც იმავე იქნება. “On va gagner” „(ჩვენ გამარჯვებისთვის ვემზადებით“) – ერთადერთი ფრაზაა, რომელიც ფრანგულად ვიცი. მე მომწონს ის როგორ ჟღერს ჩემი ასტურიული აქცენტით.
როგონ უნდა მოვიგოთ? სამ წამში ორი გოლი უნდა გავიტანოთ. თუმცა, სამ წამში ორი გოლის გაშვებაც შესაძლებელია, როგორც ეს „ბარსელონასთან“ შეხვედრაში მოხდა. ვფიქრობ, „ბორუსიასთან“ საპასუხო მატჩი, დორტმუნდში ჩატარებული თამაშის მსგავსი იქნება. პირველ შეხვედრაში მარცხს ყოველ დღე ვაანალიზებდი და ეს ანალიზი ჩემი იდეა ფიქსია. სრულყოფილების შესაძლებლობა ყოველთვისაა და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“ – იუწყება ლუის ენრიკეს ნათქვამს გამოცემა Marca.
პსჟ- “ბორუსიას” დაპირისპირება “პარკ დე პრენსზე” თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
