დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელის ედინ ტერზიჩის თქმით, თუ საჭირო იქნება ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად პსჟ-თან ჩასატარებელ შეხვედრაში მისი გუნდი პირველ მატჩთან შედარებით 20 კილომეტრით მეტს ირბენს. შეგახსენებთ, რომ „ბორუსიამ“ შინ პარიზელები 1:0 დაამარცხა.
„ცხადია, პსჟ უფრო ძლიერი იქნება ვიდრე გასულ კვირაში. ჩვენ ფინალის საგზურის მოპოვება გვინდა. ჯგუფურ ეტაპზე პარიზელებთან ჩატარებული მატჩები? მაშინ, ჯერ კიდევ ჩვენი თამაში ნაპოვნი არ გვქონდა. ბევრ ასპექტში გაბედულება არ გვყოფნიდა. ამის მიუხედავად, დორტმუნდში პსჟ-სთან ჩატარებულ ორ შეხვედრაში ვაჩვენეთ, რომ სულ სხვანაირად თამაში შეგვიძლია.
ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩების წყალობით დღესდღეობით ისეთი გამოცდილება შევიძინეთ, რომ საპასუხო შეხვედრაში მოედანზე გასვლა ძალიან თავდაჯერებულებს შეგვიძლია. თუ საჭირო გახდება პირველ თამაშთან შედარებით 20 კილომეტრით მეტს ვირბენთ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. პსჟ-ს პროექტი წლების განმავლობაში ტიტულების მოსაპოვებლად იქმნებოდა. პარიზელების მთავარი მიზანი თავიდანვე ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. ეს მათი მისიაა. ჩვენ კი ტიტულის მოსაპოვებლად ისეთივე გაბედულები და გამძლეები უნდა ვიყოთ, როგორც პირველ შეხვედრაში.
მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ამავე დროს უნდა გვჯეროდეს, რომ რაღაც დიადის გაკეთება შეგვიძლია. დიდი ალბათობით, პირველ მატჩში მიღებული უპირატესობა არასაკმარისი იქნება და გოლის უნდა გავიტანოთ. მიმდიბარე სეზონში ბევრი კარგი მატჩი ჩავატარეთ – მიუნხენში, ნიუკასლში, მილანში. ახლა გაჩერება საწყენი იქნება“ – იუწყება ტერზიჩის ნათქვამს ფრანგული მედია.
პსჟ- „ბორუსიას“ დაპირისპირება „პარკ დე პრენსზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
