კვარაცხელიამ „უდინეზესთან“ მატჩი გამოტოვა

0
33

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ განაცხადში არ იყო „უდინეზესთან“ სტუმრად 1:1 დასრულებულ მატჩში. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს მცირე ტრავმა აწუხებს და თამაში წინა დღეს სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ნეაპოლელები 51-ე წუთზე ოსიმენმა დააწინაურა. თუმცა, ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და „უდინეზემ“ ქულა მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გადაარჩინა. „ნაპოლიმ“ ზედიზედ 4 თამაში ფრედ დაასრულა და 51 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი