ნენად ბიელიცა ბერლინის „უნიონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ გერმანული კლუბის პრესსამსახური იუწყება. 52 წლის ხორვატი სპეციალისტი ბერლინელებს სათავეში გასული წლის ნოემბერში ჩაუდგა და ურს ფიშერი შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 22 მატჩი ჩაატარა – 5 გამარჯვება, 5 ფრე და 9 წაგება.
„უნიონის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას მარკო გროტე შეასრულებს, რომელიც მანამდე, ბერლინელთა ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა. „უნიონი“ 15 ქულით 20-გუნდიან ბუნდესლიგაში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
