მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კაარლო ანჩელოტიმ გაანცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში შინ „ბაიერნთან“ გასამართი საპასუხო მატჩის წინ მისი გუნდი ძალიან მოტივირებულია და კიდევ ერთ ფანტასტიკურ საღამოს ელოდება.
„ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, რადგან ეს ნახევარფინალია. ძალიან გვიხარია, რომ საკმაოდ ბევრი სირთულის მიუხედავად, ფინალში კიდევ ერთხელ გასვლის საუცხოო საშუალება გვაქვს. კარგ სათამაშო ფორმაში და ძალიან მოტივირებულნი ვართ. ხვალ რა იქნება არ ვიცი. შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ჩვენ მოუთმენლად ველოდებით კიდევ ერთ ფანტასტიკურ საღამოს.
პირველ მატჩში მეტოქე უკეთესად გამოიყურებოდა. ჩვენ ინტენსივობა და რიტმი უნდა გავზარდოთ, ხოლო დაცვაში პირველ მატჩთან შედარებით უკეთესად ვითამაშოთ. მოთამაშეების გამო „ბაიერნი“ ხასიათით „რეალს“ ჰგავს. თუ დამატებითი დრო იქნება., შესაძლოა, გარდამავალ ფაზებში ეს ორი ყველაზე სახიფათოა გუნდია, მაგრამ ეს ისაა რის გაკონტროლებაც შეგვიძლია“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია.
“რეალი” – “ბაიერნის” მატჩი მადრიდში სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი




