დორტმუნდის „ბირუსიას“ მცველ მათს ჰუმელსს მიაჩნია, რომ პსჟ-ს ფორვარდ კილიან მბაპეს შეკავება მარტო ნებისმიერი ფეხბურთელისთვის შეუძლებელია. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში სტუმრად პარიზელებთან გასამართ საპასუხო შეხვედრამდე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელებმა პირველი თამაში შინ 1:0 მოიგეს.
„მბაპეს წინააღმდეგ თავი მთელი გუნდით უნდა დავიცვათ. მისი უნკალური სისწრაფის გათვალისწინებით ინდივიდუალურად წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია.
თუმცა, კილიანი ერთი მთლიანის ნაწილია. თვალი ბევრ სვა მოთამაშესაც უნდა მივადევნოთ“ – იუწყება გერმანელი მცველის ნათქვამს ფრანგული მედია.
პსჟ-„ბორუსიას“ საპასხუო შეხვდრა დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
