მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ლონდონის „ვესტ ჰემში“ მწვრთნელი შეიცვლება. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, შოტლანდიელი დევიდ მოიესის ნაცვლად, ინგლისურ გუნდს 57 წლის ესპანელი ხულენ ლოპეტეგი გაწვრთნის. მოიესი „ვესტ ჰემს“ 2019 წლიდან ავარჯიშებს და გასულ სეზონში უეფას კონფერენს ლიგა მოაგებინა.
ლოპეტეგიმ გასული სეზონი „ვულვერჰემპტონში“ გაატარა. მანამდე, „პორტუს“, ესპანეთის ნაკრებს, „სევილიას“ და მადრიდის „რეალს“ ხელმძღვანელობდა. მან სევილიელებთან ერთად 2019-2020 წლების სეზონში ევროპა ლიგის თასი მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი





