ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში თავისი მე-7 გოლი გაიტანა. ჩემპიონობისთვის მებრძოლმა „შტურმმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, შინ მეტად საჭირო ქულები „ჰარტბერგთან“ დაკარგა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მასპინძლების ნახევარმცველი სტანკოვიჩი ორი ყვითელი ბარათის მიღებისთვის პირველი ტაიმის მე-9 წუთზე გააძევეს. სტუმრები მე-17 წუთზე ენტრუპმა დააწინაურა. 58-ე წუთზე კიტეიშვილი ორ მეტოქეს გაექცა და საჯარიმოში შესულმა ზუსტად დაარტყა – 1:1. მან შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მატჩის ბოლომდე მეტი გოლი არ გასულა. კიტეიშვილმა ამ სეზონში 7 გოლის გარდა 5 საგოლე პასი მიითვალა. „შტურმი“ 40 ქულით პირველ ადგილზეა და 4 ქულით ასწრებს მეორე პოზიციაზე მყოფ „ზალცბურგს“.
ლაშა თაბაგარი





