ბაჩანა არაბულმა სამხრეთ კორეულ კარიერაში თავისი პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. რანგით მეორე ლიგის მე-10 ტურში “გეონგამი” სტუმრად “ჯეონამი” ქართველი ფორვარდის კარგი თამაშის წყალობით დაამარცხა. არაბულს ანგარიშის გახსნა მატჩის დაწყებიდან მცირე ხანში შეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს ააცილა. 34-ე წუთზე მისმა თანაგუნდელმა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ქართველმა ახლო მანძილიდან გაიტანა. მან 52-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა, ხოლო 71-ე წუთზე სტუმართა მიერ შესრულებული სტანდარტულის შემდეგ, მეტოქის კარი თავით აიღო. 30 წლის არაბულმა, რომელიც სამხრეთ კორეაში სადებიუტო სეზონს ატარებს, 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
