საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში MLS-ში თავის მეორედ გამოიჩინა. მე-11 ტურში „ატლანტა იუნაიტედმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის, „მინესოტა“ მიიღო და 1:2 წააგო. ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა და 82-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა, რიოსის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ერთი შეხებით გაიტანა. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 2 გოლის გარდა 3 საგოლე პასია.
„ატლანტა იუნაიტედს“ ზედიზედ 5 მატჩია (3 ფრე და 2 წაგება) არ მოუგია – 12 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
