დავითაშვილმა საფრანგეთში გოლების რაოდენობა გაზარდა

0
31

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბორდოს“ მაისურით გატანილი გოლების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა. 36-ე ტურში ჟირონდელებმა „აიაჩო“ მიიღეს და 4:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და 28-ე წუთზე საჯარიმოში ოდნავ შესულმა შორეულ კუთხეში ბურთი ზუსტად „მოჭრა“ – 2:0.  მან მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო და თავის ანგარიშზე ასევე 6 საგოლე პასი ჩაიწერა.
„ბორდო“ 47 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
|ლაშა თაბაგარი