კაკაბაძის მეორე გოლი პოლონეთში

0
49

ოთარ კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში თავი მეორედ გამოიჩინა. “კრაკოვია”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გამოდის 31-ე ტურში ზაბჟეს “გურნიკი” მიიღო და 5:0 გაანადგურა. კაკაბაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა მცველის შეცდომით ისარგებლა, რის შემდეგ მარჯვენა მახვილი კუთხიდან გაიტანა – 3:0. 28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 შეხვედრაში თავი მეორედ გამოიჩინა. “კრაკოვიას” 32 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი