„პარმამ“ სერია B-ს 36-ე ტურში სტუმრად „ბარისთან“ 1:1 ითამაშა და სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე სერია A-ს საგზური გაინაღდა. ბოლოს პარმელები იტალიური ფეხბურთის ელიტაში 2020-2021 წლების სეზონში თამაშობდნენ და მე-20 ადგილი დაიკავეს.
„პარმას“ 74 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო მეორე პოზიციაზეა 71 ქულით „კომოა“.
„პარმას“ მთავარი მწვრთნელი „იუვენტუსის“, „ნაპოლის“ და „სამპდორიას“ ყოფილი ფეხბურთელი ფაბიო პეკიაა.
ლაშა თაბაგარი
