მომავალ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგიდან ჩემპიონთა ლიგაში 5 გუნდი ითამაშებს. ტურნირის ახალი ფორმატი 36 გუნდის მონაწილეობას ითვალისწინებს ამჟამინდელი 32-ისგან განსხვავებით. ოთხიდან ორი ქვოტა იმ ლიგებზე განაწილდა, რომელთა გუნდებმა მიმდინარე სეზონში უეფას კოეფიციენტების ცხრილში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. გერმანიამ ჩემპიონთა ლიგაში დამატებითი ადგილი 1/2-ფინალში დორტმუნდის „ბორუსიას“ პსჟ-სთან გამარჯვების (1:0) შემდეგ მიიღო. მანამდე, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 5 გუნდის გამოყვანის უფლება იტალიამ მოიპოვა.
თუ „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ხოლო გერმანიის ჩემპიონატში მე-5 ადგილს დაიკავებს, მაშინ გერმანიას ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო სეზონში 6 გუნდი ეყოლება.
ამჟამად, გერმანიიდან ჩემპიონთა ლიგაში თამაში „ბაიერმა“, „ბაიერნმა“, „შტუტგარტმა“, „ლაიფციგმა“ და „ბორუსიამ“ გაინაღდეს.
ლაშა თაბაგარი





