„იბერიამ“ ლიდერობა შეინარჩუნა – ქარდავას სუპერგოლი

0
34

გიორგი მიქაძის ხელმძღცანელობოთ თბილისის „იბერია“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წარმატებით გამოსვლას განაგრძობს. მე-12 ტურში თბილისელები სტუმრად „სამტრედიას“ შეხვდნენ და მორიგი სამი ქულა აიღეს.
მატჩის პირველი ტაიმის უგოლოდ დასრულდა, 53-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ცოტნე კაპანაძემ მარჯვენა ფლანგიდან პასი მასპინძლების საჯარიმოში მყოფ გიორგი კოხრეიძეს გაუკეთა, რომელმაც ბურთი დაამუშავა და კარში ზუსტად გაგზავნა. თავდაპირველად მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა გოლი არ ჩათვალა. რადგან მიიჩნია, რომ „იბერიას“ საუკეთესო ბომბარდირმა ბურთის მიღების დროს ხელით ითამაშა. თუმცა, ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ გოლი ჩათვალა.
68-ე წუთზე სამტრედიელი მცველის თავი მოგერიებული ბურთი ქარდავამ დაახლოებით 25 მეტრიდან შეუჩერებლად დაარტყა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე „იბერიას“ კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში შესულმა ფლორის ჯავიმ პასი მალელ შეიკნე სილას მისცა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.
„იბერიას“ 29 ქულა აქვს და მინიმუმ მომდევნო ტურამდე 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა. ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილი „სამტრედია“ 7 ქულით ბოლოა.
სამტრედია 0:3 იბერია 1999
ლაშა თაბაგარი