პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკენ ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 0:1 წაგების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი პარიზში ძალიან ძლიერად ითამაშებს.
„ეს ფეხბურთია. უმეტეს შემთხვევაში ის მშვენიერია. თუმცა, ზოგჯერ შესაძლოა მსგავსი რამ მოხდეს. ვამჯობინებდით, რომ უკეთეს ვითარებაში ვყოფილიყავით. თანაბარი თამაში იყო. ვიცოდით, რომ იოლი არ იქნებოდა. ჩვენს გასახდელში ცოტა ნერვიულობენ. პარიზში ძალიან ძლიერები ვიქნებით, რადგან დასაკარგი არაფერი გვაქვს“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ფრანგული მედია.
პსჟ „ბორუსიას“ პარიზში 7 მაისს უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი
