დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარ მწვრთნელ ედინ ტერზიჩს მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში შინ პსჟ-სთან 1:0 მოგებულ მატჩში კარგად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
„დამსახურებულად გავიმარჯვეთ და გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. ჩვენ უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ საგოლე მომენტები მეტოქემაც შექმნა. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ნორმალური შედეგია. ჩვენ ბევრს ვმოძრაობდით, რაც ასეთ შეხვედრაში აუცილებელია.
„უემბლის“ საგზური უნდა მოვიპოვოთ. ახლა საპასუხო შეხვედრაში ფრე გვჭირდება, მაგრამ გამარჯვებაც ასევე გვსურს. ჩვენ მცირე უპირატესობა გვაქვს და ფინალში მოხვედრის კარგი შანსი გვაქვს“ – იუწყება ტერზიჩის ნათქვამს გერმანული მედია.
„ბორუსია“ პსჟ-სთან საპასუხო მატჩს 7 მაისს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი
